Express News

თბილისში სავარაუდოდ ირინა ენუქიძის ქანდაკება დაიდგმება


თბილისში სავარაუდოდ ირინა ენუქიძის ქანდაკება დაიდგმება, რომელსაც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი შექმნის.
ამის შესახებ, “თავისუფალი აზრის სახლში” “ ირინა ენუქიძის სახელობის მოძრაობის” პრეზენტაციაზე განაცხადეს.
როგორც ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, ბერძენიშვილმა მას უთხრა, რომ თუ ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს და კარგად იქნება ამ ქანდაკებას აუცილებლად შექმნის.
“ირინა ენუქიძის სახელობის” მოძრაობის პრეზენტაციაზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ ამ ორგანიზაციის ლოგო იქნება ბერძენიშვილის ქანდაკება “კიდევაც დაიზრდებიან”.
მოძრაობის ორგანიზატორები არიან თავისუფალ ჟურნალისტთა კორპუსი, დიტო ჩუბინიძე, ხათუნა პაიჭაძე, ჯაბა ხუბუა და ნათია მიქიაშვილი, რომლებიც აცხადებენ, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეუერთდეს და მათთან ერთად იბრძოლოს.
ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული Mმოძრაობა მივა ყველა ოჯახში ვისაც დახმარება სჭირდება და მათ დაეხმარება, როგორც ჟურნალისტური ისე ჩვეულებრივი გამოძიებით, რათა მათი საქმე მივიდეს ბოლომდე და თუ საჭირო გახდება სტრასბურგამდეც კი.
პრეზენტაციას ესწრებოდა, ირინა ენუქიძის მეუღლე გურამ გირგვლიანი, რომელმაც კომენტარისაგან ტავი შიკავა, ასევე ომყოფებოდნენ, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, მსახიობი დიმა ჯაიანი, ასევე პოლიტიკოსები, გიორგი ახვლედიანი, კახა კუკავა, თემურ შაშიაშვილი, ეკა ბესელია, ნესტან კირთაძე და ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია.
მათ სიტყვის წარმოთქმის დროს აღნიშნეს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და ამ მოძრაობის დაარსებით ირინა ენუქიძე კვლავ იცოცხლებს და გახდება ბრძოლის სიმბოლო ქართველი ხალხისათვის

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT