სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებიდან გიგი უგულავას სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, უგულავა გვიან ღამით, სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებულმა გიორგი უგულავამ სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ ის უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე და ითხოვდა სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან #8-ე დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა. ამ წუთებში სახალხო დამცველის რწმუნებულები ბრალდებულ გიორგი უგულავას მონახულების მიზნით #9-ე დაწესებულებაში იმყოფებიან.
“ბრალდებულის განმარტებით, მოთავსებული იყო დაწესებულების საკარანტინო ნაწილის საკანში. როგორც გიორგი უგულავამ, ასევე დაწესებულების ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომლების განთავსების კორპუსში ბრალდებულის გადაყვანის მცდელობას #8-ე დაწესებულებაში მყოფ პატიმართა მხრიდან ხმაური მოჰყვა, რის შემდგომაც ის კვლავ საკარანტინო ნაწილში დააბრუნეს. ბრალდებულმა გიორგი უგულავამ სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადა, რომ ის უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე და ითხოვდა სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში გადაყვანას, ვინაიდან #8-ე დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა.
სახალხო დამცველის რწმუნებულები გიორგი უგულავას გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრნენ დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თავის მხრივ დაადასტურა ბრალდებულ გიორგი უგულავას #9-ე დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა. როგორც დღეს დილით #8-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან სატელეფონო საუბრით გაირკვა, გიორგი უგულავა გამთენიისას სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – აცხდებენ სახალხო დამცველის აპარატში.