ორი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული არჩილ იმნაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (VIDEO)
ბათუმის საქალაქო სასამრთლომ ორი პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული არჩილ იმნაძე სასამართლო დარბაზიდან გაათვისუფლა. დაკავებულს ბრალად განზრახ მკვლელობა ედებოდა. მოსამართლემ მუხლი გადააკვალიფიცირა და მას დანაშაული ექვსი თვით და 13 დღით შეუფარდა. ბრალდებულები 2013 წლის სექტემბერში დააკავეს და წინასწარი პატიმრობის დროს ის ვადა ამოწურა, რაც მოსამართლემ პატიმრობისთვის შეუფარდა. ამავე საქმეზე დაკავებულ ზაურ კობახძეს, კი პატიმრობა ერთი წლით და 1 თვით მიუსაჯეს. მას საპატიმროში ყოფნა კიდევ სამი თვე მოუწევს. კობახიძეს 108ე მუხლი განზრახ მკვლელეობის მცდელობა, 122- ე მუხლით შეეცვალა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლე ხვიჩა კიკელიშვილმა საბოლოო განაჩენი გამოაცხადა. ინციდენტი ქობულეიში 2013წლის 19 სექტემბერს ყაზბეგის ქუჩაზე ორი პოლიციელი დანით დაჭრეს.