United Colors (ფერთა გაერთიანება) - კანის ყველა ფერი, ბუნების ფერები და ჩვენი სამყარო, სადაც არის ბედნიერება, წუხილი, დაბადება, გარდაცვალება, სიყვარული და ომი. United Colors of Benetton - ტანსაცმლის იტალიური ბრენდია, რომლის რეკლამებმა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შეცვალეს კომუნიკაციის სამყარო. აი უკვე 20 წელზე მეტია თითქოს ჩვენ გონებას აფხიზლებენ და გვაიძულებენ სერიოზულ პრობლემებზე ვიფიქროთ.
XX საუკუნის 80 -იანი წლების შუა პერიოდში, Benetton -ის მოდის სახლმა, რომელიც ძირითადად ახალგაზრდულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს აწარმოებდა, ფოტოგრაფ ოლივერ ტოსკანის შესთავაზა კომპანიის სარეკლამოს განყოფილების ხელმძღვანელობა. ტოსკანიმ მოიგონა სლოგანი - United Colors of Benetton (ბენეტონის გაერთიანებული ფერები), რომელიც 1990 წელს უკვე ბრენდის სახელი გახდა. ბენეტონმა დაიწყო სარეკლამო კამპანიებში ისეთი ფოტოების გამოყენება, როგორების ხილვასაც საზოგადოება არ იყო შეჩვეული - უცნაური, შოკისმომგვრელი, ადვილად იქცევდნენ ყურადღებას და ამავე დროს უბრალო და ლამაზი.
ოლივერ ტოსკანი: ტრადიციული რეკლამისგან განსახვავებით, ჩვენს ფოტოებში არ ვიყენებთ პროდუქციას ან კოპილაინებს. მხოლოდ ჩვენს ლოგოს. ჩვენი ფოტოები არ მოუწოდებენ ადამიანებს იყიდონ ჩვენი პროდუქცია, შეპარვითაც კი არ მიუთითებენ ამაზე. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ დაიწყოს მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებსაც ისინი როგორც წესი გვერდით ჩაუვლიან ხოლმე და ყურადღებას არ აქცევენ, არადა ჩვენი აზრით, ეს საკითხები ფართო მსჯელობასა და განხილვას იმსახურებენ.
პირველი სარეკლამო კამპანიები ხაზს უსვამდა განსხვავებებს ადამიანებს შორის. სწორედ ეს განსხვავება გვხვდის ჩვენ განუმეორებლებსა და საინტერესოს.
1989 წლის ფოტომ, რომელზეც გამოსახულია შავკანიანი ქალი, რომელიც თეთკანიან ბიჭუნას ძუძუს აჭმევს, ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ბრენდის არსებობის ისტორიაში.
1990 წლიდან United Colors of Benetton სარეკლამო ფოტოები კვლავ მიუთითებდნენ ადამიათა შორის თანასწორობაზე.
1991 წელს გამოჩნდა ფოტოების ახალი სერია, რომელმაც სერიოზული სკანდალი გამოწვია. ეს იყო ძალიან ეპატაჟური ნამუშევრები.
პირველ ეტაპზე, მოთმინებამ უმტყუნა კათოლიკურ ეკლესიას, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა პოსტერი, სადაც ღვთის მსახურის მონაზონს კოცნის.
Benetton სარეკლამო კამპანიები ბევრჯერ გამხადარა სკანდალის მიზეზი. ასევე 1991 წლის პოსტერი ახალდაბადებული გოგონათი, ფაქტობრივად ყველაზე ხშირად აკრძალულ პრინტად შეიძლება მივიჩნიოთ.
მეორე სერიოზული სკანდალის მიზეზი გახდა შიდსით დაავადებული მომაკვდავი დევიდ კიპბისა და მისი ოჯახის ფოტო. ეს პოსტერი არ არის დადგმული. ფოტოზე გამოსახულნი არიან რეალური ადამიანები, რეალური ავადმყოფობა და სიკვდილი. ფოტო დევიდის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა გადაღებული. იმ დროს, სამყაროს სულ ახალი გაგებული ჰქონდა შიდსის საფრთხის შესახებ.
ოლივერო ტოსკანი: „ როდესაც ჟურნალისტები ყურადღებას აქცევენ უცნაურ და სეიროზულ თემებს, მათ ამის გამო არავინ აკრიტიკებთ. მაგრამ საკმარისია რეკლამაში რეალურ პრობლემას შეეხო, ყველა ხელში თოფს იჭერს და ყვირილს იწყებს, რომ ეს უგემოვნებაა. ისეთი შთაბეჭდილბა მექმნება, რომ რეკლამა რომელიც მომხმარებელს ატყუებს და შეცდომაში შეყავს, მათი აზრით უფრო კორექტულია?“
1993 წელი Benetton - მა შიდსთან ბრძოლას დაუთმო. 1 დეკემბერს, პარიზში, კონკორდის მოედანზე ძალიან საინტერესო აქცია გაიმართა. მოედნის მთავარ მონუმენტზე Benetton-მა ჩამოაცვა გიგანტური პრეზერვატივი საკუთარი ლოგოთი.
კიდევ ერთი სერია შიდსის თემაზე, ორი ფოტოსგან შედგებოდა. ადამიანის სხეულის ნაწილებზე შიდსის შტამპი - ხალხს უჩვენებდა დაავადების გავრცელების ორ ყველაზე შესაძლოს გზას.
კიდევ ერთი ხმაურიანი პრინტი 1996 წელს გამოჩნდა. ცხენების შეჯვარება - თეთრისა და შავის. საზოგადოების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. თუმცა, ტოსკანის იდეა სულაც არ იყო ვინმეს შეურაცხყოფა და პროვოკაცია. ცხოველებს, ადამიანებისგან განსხვავებით, ფერებში განსხვავებას არ აღშფოთებთ.
შედეგმაც არ დააყოვნა: აშშ-ში დაიწყეს Benetton -ის მაღაზიების დახურვა, 700 მაღაზიიდან დარჩა მხოლოდ 200. მიუხედავად ამისა, ლუჩანო ბენეტონმა განაცხადა, რომ ამის გამო არ ნერვიულობდა და დარწმუნებული იყო, რომ მოვლენების ასეთი განვითარება არ გამოწვევდა აშშ-ში მისი ბიზნესის განადგურებას.
„ოდესმე უკან მოიხედებიან და ამ კამპანიაზე იტყვიან, რომ ჩვენ მათზე ადრე მივხვდით"- თქვა ტოსკანიმ და კომპანია დატოვა. ბევრი ამას სწორედ მაღაზიების დახურვას უკავშირებდა, თუმცა ბენეტონის ოჯახმა განაცხადა, რომ ტოსკანი არ გაუთავისუფლებიათ და დღეს, რეკლამის პროვოკატორი აცხადებას, მისი წამოსვლა დიდი ხნით ადრე თავად დაგეგმა.
2003 წელს Benetton- მა მხარი დაუჭირა მსოფლიო სასურსათო პროგრამას.ა ჯეიმს მილისონის ახალი კამპანია დაკავშირებული იყო მსოფლიოში შიმშილის პრობლემასთან. საკვები ეს არის ჯანმრთელობა, განათლება, თავისუფლება, სამსახური, მშვიდობა და მომავლის იმედი. მოლისონი ჩავიდა ავღანეთში, კამბოჯაში, გვინეაში და სიერა ლეონეში. ის ეცნობოდა ადამიანთა ბედს და შემდგე გვიყვებოდა მათ შესახებ.
ფოტოების გარდა გამოვიდა ასევე კატალოგი, რომელსაც ერქვა „2398 გრამი“ - სწორედ ამდენს იწონიდა კატალოგი.
შემდეგ წელს Benetton-ი პრიმატების პრობლემებით დაინტერესდა. კამპანიის გმირები გახდნენ მაიმუნები, რომლებიც ეგზოტიკური ცხოველებით არალეგალურად მოვაჭრეებს ჩამოართვეს.
2008 წლის ფოტოზე, რომელიც ჩინეთის ოლიმპიდამდე გამოჩნდა გამოსახული იყვნენ ტიბეტელი ბერი და ჩინელი ჯარისკაცი, ასე წამოწის Benetton -ის სარეკლამო სამსახურის თანამშრომლებმა ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციის თემა.
2011 წელს დაიწყო კამპანია „არა-სიძულვილს“, რომლის ფარგლებშიც გამოჩნდა პლაკატები, როგორ კოცნიან მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს.
რომის პაპის ბენდიქტ XVI -სა და ეგვიპტის იმამის ალ-აზჰარის ფოტოს სასწრაფოდ მოჰყვა ვატიკანის რეაქცია და პლატაკი აკრძალეს.
ბენეტონი საკუთარ რეკლამებში საუბრობს არსებულ კონფლიქტებზე, რომლებიც გამოწვეულია დამკვიდრებული სტერეოტიპებითა და ტაბუთი; საუბრობს განსხავებაზე, რაც რეალუარ ცხოვრებაში გვაშორებს ერთმანეთს. Benetton-ის მიზანი კი გაერთიანებაა.
Benetton - მა ნამდვილი რევოლუცია მოაწყო რეკლამის სფეროში, მათ დაამტკიცეს, რომ წარმატებისთვის აუცილებელი არ არის რომ ყველაფერი მაყურებლისთვის ჩვეულ სტილს მოარგო. პირიქით, შესაძლოა ბრენდი გახადო პოპულარული ომის, ჭირის, კატასტროფებისა და ავადმყოფობების ფონზე.
წყარო