ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი წმიდა ნინოს თავის წილხვედრ მიწაზე საქადაგებლად რომ გზავნიდა, "მიჰყო ხელი... რტოსა მას ვენახისასა, მოჰკვეთა, შექმნა ჯვარის სახედ" და ქალწულს გადასცა - ამ ჯვრით უნდა გაექრისტიანებინა მას საქართველო. დიდი სასოებით მიიღო მოციქულთა სწორმა ვაზის ჯვარი და ნიშნად აღთქმისა, რომ ღირსეულად აღასრულებდა კურთხევას, მოიკვეცა თმა და რტოები შეკრა.
წმიდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ ვაზის ჯვარი მცხეთაში, ჯვრის ეკლესიაში დაუბრძანებიათ. წმიდა მირიანს აღსასრულის წინ ნინოს ჯვრის მოყვანება უბრძანებია. "და ჩამოჰკიდა გვირგვინი სამეფო ჯვარსა მას. და მოაყვანებინა ძე თვისი ბაქარ და თავსა მისსა გამოსახა სახე ჯვრისა და აღიღო გვირგვინი ჯვრისგან და დაადგა თავსა ძისა თვისისასა", - მოგვითხრობს მემატიანე.
ზოგიერთი ისტორიული წყაროს ცნობით, პატიოსანი ჯვარი 541 წლამდე მცხეთის საპატრიარქო ტაძარში ბრძანებულა, სხვა ვარიანტით კი, როგორც ვთქვით, ჯვრის მონასტერში. სომეხი ისტორიკოსები მოგვითხრობენ, რომ ჯვარი წილად ხვდა წმიდა შუშანიკს, რომელსაც ის თავისი მოწამებრივი აღსასრულის წინ სხვა საეკლესიო ნივთებსა და წმინდა ნაწილებთან ერთად სულიერი მოძღვრისთვის ანდრიასთვის გადაუცია, რათა საქართველოში წამოებრძანებინა.
მონაზონმა ანდრიამ განიზრახა, ჯვარი ტარონში დაემალა, მაგრამ არეულობის გამო იქ ვერ ჩააღწია და ქალაქ სპერში გადამალა ძვირფასი ტვირთი. სომეხთა მთავარსარდალმა გრიგოლ მამიკონიანმა კი ანდრიას ჯვარი გამოართვა და კაპოეტში ანუ ლურჯ ციხეში დაასვენა. კარგა ხნის შემდეგ ვაზის ჯვარი გადაასვენეს ქალაქ ვანანდში, საგანგებოდ მისთვის აგებულ მონასტერში, რომელსაც ჯვრის ეკლესია - ხაჩი ვანქი უწოდეს.
როცა სომეხნი მართლმადიდებლობას განუდგნენ, სომეხთა პატრიარქს ნერსეს III-ს ჯვარი ტაიკის ოლქში წაუბრძანებია, იქიდან კი ვინმე ჯოჯიკს წაუღია თავისთან. დაკარგული ჯვარი მრავალი წლის შემდეგ მოუძებნიათ და ისევ ვანანდის მონასტერში დაუბრძანებიათ. მატიანე იმასაც მოგვითხრობს, რომ არაბთა ერთ-ერთი შემოსევისას სავანე დაურბევიათ და ჯვარი ცხენების ფეხქვეშ ჩაუგდიათ.
შემდგომში ჯვარი სომეხთა პატრიარქს მოუძებნია და ჯერ ყარსში, შემდეგ - ანისში დაუბრძანებია. ჯვარმა არაერთხელ აჩვენა თავისი ძლევამოსილება, რის გამოც სომეხთა ეკლესიას მისი სახელობის დღესასწაულიც კი დაუწესებია.
როცა წმიდა დავით აღმაშენებელმა ანისი აიღო, ვაზის ჯვარი ივერიაში დაუბრუნებიათ (პლატონ იოსელიანის თქმით კი ეს ამბავი XIII საუკუნეში მომხდარა).
წმიდა ნინოს მოქცეულ მიწაზე ჩამობრძანებული ჯვარი ისევ მცხეთის საპატრიარქო ტაძარში დაასვენეს, მაგრამ მტრის შემოსევის გამო იქ დიდხანს ვერ დატოვეს და სხვა სიწმინდეებთან ერთად მყინვარწვერთან მდებარე წმიდა სამების ტაძარში გახიზნეს.
ჯვარი ხელახლა რომ არ დაკარგულიყო, თეიმურაზ II-ს უბრძანებია, ის ანანურის ღვთისმშობლის ეკლესიაში დაესვენებინათ. ერთხანს არშის ციხეშიც ყოფილა გადამალული.
1749 წელს თბილელი მიტროპოლიტი რომანოზი რუსეთში გაემგზავრა. მან ვაზის ჯვარი საიდუმლოდ გააპარა და მოსკოვში ჩაუტანა უფლისწულ ბაქარს. თეიმურაზ II, ერეკლე II და გიორგი XII ვახტანგის შთამომავლებს ემუდარებოდნენ, დაებრუნებინათ ქართველი ერისთვის ძვირფასი საუნჯე, მაგრამ ქართლის ტახტის მაძიებლებმა ყურად არ იღეს მათი თხოვნა.
რუსეთში ჯვარი ქართველ თავადთა მამულში, ნიჟეგოროდის გუბერნიის სოფელ ლისკოვოში ინახებოდა.
პეტრე კოვალენსკიმ, რომელიც საქართველოში მეფობის გაუქმების შემდეგ გამოგზავნეს მმართველად, გულთან ახლოს მიიტანა ქართველთა წუხილი, უკეთ, მიიჩნია, რომ ეს ჟესტი პოლიტიკურადაც მომგებიანი იქნებოდა და იმპერატორ ალექსანდრეს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნავდა, ჯვარი ახლა ეგორ გრუზინსკისთან იმყოფებაო. იმავე წელს - ალბათ, იძულებით - ბაქარის შვილიშვილი გიორგი ვაზის ჯვარს იმპერატორს მიართმევს, ის კი ბრძანებს, სიწმინდე საქართველოში დააბრუნონ და საქართველოს მთავარმართებელს, გენერალ-ლეიტენანტ კნორინგს, რესკრიპტს უგზავნის, სადაც წერს: ქართველ ხალხს ძველთაგანვე მოსდევს მოწიწება წმიდა ნინოს პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის მიმართ. ამ სალოცავის დაცვა მათ კეთილდღეობის საწინდრად მიაჩნიათ, ვინაიდან ივერიის საზღვრებს გარეთ მის გატანას ქვეყანაში განხეთქილება, შფოთი და უბედურება მოჰყვაო. "დიდი ხანია, განზრახული გვქონდა, - ბრძანებდა ხელმწიფე, - საქართველოში დაგვებრუნებინა ეს ნიშანი ღვთის წყალობისა... აწ ჭეშმარიტი კმაყოფილების გრძნობით ჯვარს კვლავ ქართველ ხალხს ვუგზავნით სტატსკი სოვეტნიკის, საქართველოს მმართველის კოვალენსკის ხელით..." იმპერატორი კნორინგს იმასაც ავალებდა, კათოლიკოს ანტონ II-ისთვის ეცნობებინა ეს ამბავი და ვაზის ჯვრის ღირსეულად დახვედრისთვის მომზადებულიყო.
1802 წლის დამდეგს ჯვარი საქართველოს საზღვართან, სოფელ სტეფანწმინდასთან, მოასვენეს. სწორედ იქ შეეგებნენ ქართული სამღვდელოება და მორწმუნე მრევლი ვინ იცის მერამდენედ ნაპოვნ საუნჯეს. დიდი მოწიწებით ეამბორნენ ქართველნი წმინდა ჯვარს. უამრავი ხალხი მოაცილებდა მას თბილისისკენ.
მეორე შეხვედრა ანანურის ეკლესიაში მომხდარა. აქ სიტყვა წარმოუთქვამს წილკნელ მიტროპოლიტ იოანეს. მეუფეს უბრძანებია: "ჰოი, ოქროისა ცისა მზეო, ნინა ქადაგო ემანუელისო, სხივნი გვასხივენ ბევრნათლოვანნი წმიდისა ჯვარისა შენისანი ერთა, შენ მიერ განათლებულთა".
მესამე შეხვედრა კი ღართისკარში, მცხეთის გარეუბანში მომხდარა, მეოთხე კი მცხეთას. ბოლოს პროცესია თბილისისკენ გამოემართა.
კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსნი იუსტინე სამთავნელი, სტეფანე რუსთველი და არსენ თბილელი და სამღვდელოება ჯვარს ქალაქგარეთ შეეგებნენ. ანტონ II ეამბორა სიწმინდეს და სამღვდელოებას გადასცა. ჯვარი სიონის ტაძარში შეაბრძანეს. ენით აუწერელი სიხარული სუფევდა ირგვლივ. დაობლებულ, უმეფო საქართველოს დიდი მფარველი დაუბრუნდა. ხარობდა ყველა, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...
"მსოფლიოში არც ერთ სალოცავს არ უმოგზაურია იმდენი, - წერდა წმიდა კირიონ საძაგლიშვილი, - რამდენიც მოციქულთა სწორის ნინოს ჯვარმა იმოგზაურა სახელმწიფოდან სახელმწიფოში, ხალხიდან ხალხში, სავანიდან სავანეში, ტაძრიდან ტაძარში, დედაქალაქიდან დედაქალაქში, ზღვებზე, მდინარეებსა და ველებზე, სამეფო სასახლეებსა და დიდებულთა დარბაზებში. თავგადასავლების შემდეგ ღვთის განგებამ იმპერატორ ალექსანდრე პირველის ხელით დაუბრუნა ქართულ ეკლესიას მისი საუკუნო საუნჯე... 5 წლით ადრე სულიერად შეჭირვებული ხალხი ცრემლით ტოვებდა თავის კერას, დედაქალაქს, საუკუნო სალოცავს და გარბოდა მთებში, რათა თავი გადაერჩინა საჭურისი აღა-მაჰმად-ხანის გამხეცებული და სისხლისმსმელი მეომრებისგან, ამჯერად კი, როცა ხიფათმა ჩაიარა... ეს ხალხი უშიშრად, ქრისტიანული ენთუზიაზმით ხვდება ჩვენი განმანათლებლის, ჩვენი წმინდა დედის ნინოს ჯვარს... ივერიაში ამ ჯვრის დაბრუნება მოასწავებდა ახალი ერის დადგომას მრავალტანჯული ხალხის ცხოვრებაში".
"ჯვარო ღირსო და პატიოსანო, - მიმართავს წმინდა ჯვარს წმიდა კირიონი, - ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ნიშანო! დაემკვიდრე გონებასა ჩვენსა და გულსა ჩვენსა. განწმინდე და განაცხოველე სული და სამშვინველი ჩვენი, უწინამძღვრე ზრახვათა და საქმეთა ჩვენთა. ძალო უძლეველო და შეუცნობელო პატიოსანი და ცხოველისმყოფელი ჯვარისავ, ნუ დაგვიტევებ ცოდვილთა!"
სიწმინდე ამჟამად სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ყველას შეუძლია, მივიდეს და ეამბოროს მას. ნუ მოვაკლებთ ჩვენს თავს ამ წყალობას, მივეახლოთ ვაზის ჯვარს, ვეამბოროთ მას და მივიღოთ უდიდესი მადლი - იგი ხომ თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ეპყრა ხელთ და მისი ლოცვით არის ნაკურთხი!