Express News

სკანდალი-ცესკოს თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის ხმების დაკლებას მექანიკურ შეცდომას უკავშირებს




ცესკო-ს თავმჯდომარე "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გამოვლენილ დარღვევას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას ხმები დააკლდა ცესკოს თავმჯდომარე მექანიკურ შეცდომას უწოდებს.

"მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი დამკვირვებლები გვყავს და ასე კარგად აკვირდებიან თითოეულ ნიუანსს. ამ კონკრეტულ შემთხვევებში მექანიკური შეცდომა მოხდა. ორ შემთხვევაში 1-იანი იყო დაკლებული, ოპერატორს შეეშალა შეყვანა. ერთ შემთხვევაში, როდესაც ოქმი შეიყვანა, არ იყო შეყვანილი შესწორების ოქმი, რომლითაც სწორდებოდა ეს რიცხვი. არამარტო ბატონი მელიას შემთხვევაში, სხვა კანდიდატების შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს ასეთი მექანიკური შეცდომები", - განაცხადა თამარ ჟვანიამ

მისივე თქმით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპერატორები უკვე ამოწმებენ, კონკრეტული ოქმი რამდენად სწორად არის შეყვანილი მონაცემებში და საბოლოო მონაცემებში არც ერთი მექანიკური ხარვეზი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" ინფორმაციით 373 უბნიდან მოპოვებული თბილისის საკრებულოს პროპორციული და მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების ვებგვერდზე http://results.cec.gov.ge/ შეტანილ ინფორმაციას შეადარეს და და რამდენიმე უზუსტობა აღმოაჩინეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატისათვის, ნიკა მელიასთვის სამ უბანზე 100-100 ხმის დაკლების შემთხვევები დაფიქსირდა. "საერთაშორიო გამჭვირვალობამ" შეცდომა აღმოვაჩინეთ მერობის სხვა კანდიდატებთან მიმართებაშიც. მაგალითად, ნაძალადევის #34 უბანზე კანდიდატ ირმა ინაშვილს 0 ხმა უწერია, როდესაც შესწორების ოქმის მიხედვით, მას 25 ხმა უნდა მიეღო. ასევე, ისნის მე-7 საარჩევნო უბანზე, ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთულ შემაჯამებელ ოქმსა და ჩვენი დამკვირვებლისთვის ხმის დათვლის შემდეგ გადაცემულ ოქმს შორის აღმოჩნდა განსხვავებები - ირმა ინაშვილს 50 ხმით ნაკლები ხმა აქვს მიღებული, რომელიც მომატებული აქვს კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-მ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევები, დაადგინოს შეცდომის მიზეზები და ასახოს ისინი საერთო სტატისტიკაზე", - აცხადებენ "საერთაშორიო გამჭვირვალობაში".


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT