კობახიძის ძმა საკრებულოში - გახდება თუ არა ტყემალაძის ვაჟი თავმჯდომარე
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის 25 მაჟორიტარული ოლქიდან გამარჯვება 24 -ში მოიპოვა, პროპორციული სიით კი ოცნებამ თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში წინასწარი ინფორმაციით 13 მანდატი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური შედეგები ჯერ გამოცხადებული არ არის პოლიტიკურ კულუარებში უკვე კეთდება პროგნოზები იმის შესახებ თუ ვინ შეიძლება გახდეს საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე. ერთ-ერთი ინფორმაციით საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ დაიკავოს, რომელიც მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის ვაჟია. როგორც ოცნების კულუარებში ამბობენ ტყემალაძეს საკრებულოში მოხვედრილ ოცნების წევრთა შორის ამ სფეროში ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არავინ ადასტურებს. თბილისის საკრებულოში რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც მოხვდა, მასთან და ოცნების სხვა წევრებთან ერთად საკრებულოს მანდატი მიიღო ვიცე სპიკერ მანანა კობახიძის ძმამ თევდორე კობახიძემ