Express News

სასამართლომ საყდრისი-ყაჩაღიანთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის ბრძანება შეაჩერა


თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელეების კახა კოჟორიძისა და დალი მამულაშვილის შუამდგომლობა და შეაჩერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, კომპანია "RMG  GOLD"-მა საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლება მიიღო. 

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საყდრისი-ყაჩაღიანში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით სამუშაოების წარმოება ეკრძალება.


სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ "გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეუჩერებლობით შესაძლოა, მოხდეს ზემოაღნიშნული ობიექტის დაზიანება, რის გამოც შეუძლებელი იქნება მისი პირვანდელი მდგომარეობისა და არქეოლოგიური ღირებულების აღდგენა, შესაბამისად, შეუძლებელი იქნება იმ ინტერესის დაცვა, რომლის დასაცავადაც მოსარჩელეებმა წარადგინეს სასამართლოში სარჩელი".


საია-ს ინფორმაციით, სასამართლომ მიუთითა, რომ ,,განსახილველ შემთხვევაში დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ზემოთ მითითებული ობიექტის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომელიც განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ თუ არქეოლოგიურ ღირებულებას, ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების მიუღებლობის პირობებში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან აღარ იარსებებს დავის საგანი".


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT