Express News

გორში, 15 წლის გოგონა, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, უგონო მდგომარეობაში იპოვეს


ცოტა ხნის წინ, გორში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 15 წლის გოგონა გამვლელებმა უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

როგორც ''ნიუპოსტისთვის" ექკლუზიურად გახდა ცნობილი, გოგონას ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება, რადგან, მოზარდს ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული, გულ-მკერდის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ყელზე კი თოკი ჰქონდა შემოხვეული. 

გოგონა გამვლელებმა 9 სართულიანი კორპუსის საადარბაზოსთან იპოვეს. წყაროს ცნობით, ადგილზე სასწრაფო და სამედიცინო დახმარების ბრიგადებიც გამოიძახეს. ამ წუთებში დაზარალებული ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა მძიმეა. 


წყარო http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=18152

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT