მედეა ვასაძეს უმრავლესობამ რამდენიმედღიანი ვადა მისცა
უმრავლესობის წევრის, გია მასალკინის ინფორმაციით, უმრავლესობამ მედეა ვასაძე, ”ტელეარხ 25”-ის ჟურნალისტ ჯაბა ანანიძესთან სატელეფონო ზარის გამო, არჩევანის წინაშე დააყენა: მან ან ბოდიში უნდა მოიხადოს, ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს. მასალკინის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მედეა ვასაძე შეთავაზებულ წინადადებას არ გაითვალისწინებს, მის საკითხზე უმრავლესობა ისევ იმსჯელებს.
„ეს იყო ჩვენი შეთავაზება. მსჯელობა ამ საკითხზე დიდ ხანს გრძელდებოდა და ბევრი აზრი გამოითქვა. მთავარი ის იყო, რომ რაც არ უნდა არ მოგწონდეს ჟურნალისტის საქმიანობა, სხვა გზები არსებობს ცივილიზებული პასუხისთვის. თავისუფალ სიტყვას უნდა უპასუხო თავისუფალი სიტყვით“, - განაცხადა მასალკინმა.