Express News

ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატს ავტომობილზე საბურავები მოუხსნეს


ბათუმში პარტია "რეფორმატორების" მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძეს დილით ავტომობილზე საბურავები მოხსნილი დახვდა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ნუგზარ ჯინჭარაძემ აღნიშნა, დამკვირვებლების უბნებზე მიყვანას აპირებდა, თუმცა ავტომობილი საბურავების გარეშე იყო. 
"დილით 06:00 საათზე მომაკითხა ბიძაშვილმა, ჩვენი დამკვირვებლები ავტომობილით უნდა მიგვეყვანა. სანამ გამოვიდოდი გარეთ, ბიძაშვილმა მითხრა, რომ ავტომობილს საბურავები არ ჰქონდა. მეგონა, რომ ხუმრობდა, გავედი და მართლაც საბურავების გარეშე იყო მანქანა", - აღნიშნა ნუგზარ ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე საპატრულო პოლიცია უკვე მივიდა. ნუგზარ ჯინჭარაძე მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT