Express News

სკანდალური ვიდეო და საარჩევნო ყუთში ჩაყრილი ბიულეტენები (ვიდეო)


"ნაციონალური მოძრაობა" მარნეულში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფარულად გადაღებულ ვიდეო მასალას აქვეყნებს, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ ყრის ერთი და იგივე პიროვნება საარჩევნო ურნაში ბიულეტენებს.

„მე მინდა ღარაიბაშვილის ციტატას გავიმეორო მარნეულთან დაკავშირებით, "მარნეულის მოსახლეობამ გადაწყვიტა და ხმა მისცა მარნეულის კანდიდატს, არ გავქვს უფლება არ დავემოირჩილოთ ხალხის არჩევანს და პატივი არ ვცეთ მათ არჩევანს“ - მე მინდა საზოგადოებას შევთავაზო მასალები..... მივიღეთ ის რასაც ირაკლი ღარიბაშვილი უწოდებს ხალხის არჩევანს“,- განაცხადა გიგი უგულავამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე. უგულავას განცხადებით მარნეულში ან უნდა მოიხსნას "ქართული ოცნების" კანდიდატურა ან უნდა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა ან უნდა ჩატარდეს მეორე ტური, სადაც მარნეულის ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება.



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT