Express News

მამა ელიზბარი: დედა პარასკევას ფულის კეთება აუკრძალეს, კელიაში ცხოვრება შესთავაზეს და ეს ეწყინა



რადმენიმე დღის წინ დედა პარასკევამ სამთავროს დედათა მონასტერი დატოვა. როგორც სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვარი არქიმანდრიტი ლაზარე  აცხადებს მონაზონი დასასვენებლად წავიდა და ის ტაძრიდან არავის გაუგდია.

რამდენიმე დღის უკან კი დედა პარასკევას ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ჰყვებოდა, რომ სამთავროს დედათა მონასტერში დაპირისპირება იყო მასა და წინამძღვარს შორის და მას ემუქრებოდნენ კიდეც.

არქიმანდრიტი ელიზბარ დეკანოიძე კი დედა პარასკევას მონასტრიდან წასვლის სხვა მიზეზზე გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრობს და ამბობს, რომ მონაზონს ,,ფულის კეთება აეკრძალა“, რამაც მისი განაწყენება გამოიწვია.

‘’არავის არსაიდან არ გაუგდია, პატარა სახლი რომ ჰქონდა დაწამოწოლილი, რომ ფულებს აკეთებდა, ეგ აეკრძალა, და სწორადაც აუკრძალეს. მონაზვნობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, უბრალოდ, მიუთითეს, აი, კელია და როგორც სხვა მონაზონი ცხოვრობს, ისე იცხოვრეო.

ეს ეწყინა, რა თქმა უნდა. დედა პარასკევას სულ პატივს ვცემდი და ვცემ, მაგრამ ამ ბოლო დროს რა დაემართა, ვერ გავიგე, ესაა ეშმაკის ბრძოლა. ამ კეთილშობილ ადამიანსაც კი შეუჩნდა და სისულელეებს აკეთებინებს.’’- განაცხადა ‘’ალიასთან’’ არქიმადრიტმა ელიზბარ დეკანოიძემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT