,,მღვდელი, რომელიც პარლამენტში კანონპროექტს განიხილავს თავს დაგვესხა და ფიზიკურად გაგვისწორდა"
გულის მირევს ის ფაქტი, რომ მღვდელი, რომელიც ორი წლის წინ, ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავლ სამარშრუტო ტაქსში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე დაგვესხა თავს, მოგვაყენა სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა - პარლამენტში ზის და კანონპროექტის განხილვაში იღებს მონაწილეობას.
მოკლედ, მე და ჩემი ორი მეგობარი თბილისში მოვდიოდით, კრისტოფერი ცუდად გახდა, ამიტომ სავარძელზე მიწვა და თავი მეგობარ გოგონას ჩაუდო კალთაში. მე ამ დროს მუსიკას ვუსმენდი (ცალკე ვიჯექი, მესამე სკამზე და შუაში გასასვლელი იყო) და მოულოდნელად მოხდა ყველაფერი:
ამ პირმა, ბორჯომის ბოთლიდან წყალი გადმოგვასხა და საშინელი გინებით აგვიკლო. ჩვენ ვერ მივხვდით რა ხდებოდა, გაოგნებული ვუსმენდით მღვდელს, რომელიც ქუჩის ბიჭივით გვაგინებდა სამივეს. იმუქრებოდა და ამბობდა : "ყოველთვის კაბა კი არ მეცვა და მღვდელი ვიყავი". წყალი რომ გამოელია, ბოთლის თავი აიღო და ჩემს მეგობარს შუბლში ჩაარტყა (დარტმის შედეგად ექვთიმეს კანი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა). სამივე გაოგნებული ვიყავით, მიუხედავად ამისა ექვთიმეს აგრესია არ გამოუხატავს და პირიქით, მღვდელს მადლობა გადაუხადა. ამან მღვდელი მეტად გააღიზიანა და ექვთიმეს ხელი ჩაარტყა თავის არეში (უკნიდან).
თავიდან ხალხი კითხულობდა: "რა მოხდა მამაო, რა დააშავეს"-ო, როდესაც პასუხი ვერ მიიღეს, ჩვენ დაგვადანაშაულეს ისევ "ალბათ დაიმსახურეთ, ტყუილად ხომ არ გაგიჟდებოდა მამა"-ო. მოკლედ ღამით, ტყეში, ტრასაზე ჩამოგვსხეს, მგავრობის ფულიც კი არ დაგვიბრუნეს, რომ წამოვსულიყავით.
მთლი ღამე პოლიციის განყოფილებაში გავატარეთ, ვიჩივლეთ და დაგვპირდნენ, რომ პოლიციისგან წერილს მივიღებდით ფოსტით. ფოტოც ვაჩვენე, სადაც სამარშრუტო ტაქსის ნომერი და მარკა კარგად ჩანდა. წერილი დღემდე არ მიგვიღია.
წყარო:.mediamall.ge