112 ხმა 0-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონპროექტს “საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის” პუნქტი ემატება, რაც გულისხმობს ამ მიმართულებით პროექტის მეორე მუხლის მეორე პუნქტის კორექტირებას.
კანონპროექტის ეს ნაწილი ამბობს, რომ საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირ დისკრიმინაციად კი მიჩნეულია ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობისას, რომელიმე ნიშნის გამო, პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება ლეგიტიმულ მიზანს და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
აღნიშნული მუხლის ბოლო ნაწილში ხდება ჩამატება ფრაზის – “საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა, როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება”.
აღნიშნული მუხლის ბოლო ნაწილში ხდება ჩამატება ფრაზის – “საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა, როცა ქმედებას გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება”.
აღნიშნული კანონის საკომიტეტო განხილვა 29 აპრილს, 22:00 საათზე დასრულდა და როგორც პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, ტექნიკური მიზეზების გამო მეორე მოსმენა 30 აპრილს აღარ შედგა.