Express News

,,წლებია ასეთი განუკითხაობა არ ყოფილა“ - ავტოდილერები მთავრობას უნიათობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)



კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივას“ მიერ მორიგი ვიდეო-გამოკითხვა ჩატარდა, რომელიც საქართველოში ავტოდილერებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახავს.
კოალიცია გამოკითხვის სედეგებთან და მოსემულ სურათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,გამომდინარე იქედან, რომ საქართველოში ავტომობილების რეექსპორტზე, დამოკიდებულია როგორც საქართველოს ეკონომიკის ბედი, ასევე ავტოდილერებისა და ზოგადად საქართველოს საავტომობილო პარკის მდგომარეობა, ჩვენ ,,კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა“ დავინტერესდით ამ თემით და დავიწყეთ საკითხის შესწავლა.
მოგეხსენებათ რამდენიმე წელია ავტომობილების რეექსპორტი საქართველოს ბიუჯეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. მხოლოდ გასულ წელს ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილები გავიდა ექსპორტზე საქართველოდან. საქართველო ავტომობილების რეექსპორტის კუთხით ერთგვარ ჰაბადაც კი ჩამოყალიბდა რეგიონში. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ქვეყანაში გამარტივებული საბაჟო პპროცედურებით და დაბალი საგადასახადო ტარიფებით. ასევე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ავტომობილების მწარმოებელი ქვეყანა არ არი, ამ ინდუსტრიაში მაინც 20 ათასამდე ადამიანი დასაქმებული.
მაგრამ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში ავტომობილების რეექსპორტი შესაძლოა კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს.
მოგეხსენებათ ავტომობილების რეექსპორტის კუთხით საქართველოსთვის მთავარი ბაზარი ყაზახეთი იყო, შემდეგ მოდიოდა აზერბაიჯანი და სომხეთი. რაც ყაზახეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა და ახალი საბაჟო დაბეგვრის სისტემა დაინერგა, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების განბაჟების ღირებულება თითქმის შვიდჯერ გაიზარდა, მაგალითად თუ მანამდე ძრავის ერთი კუბური სანტიმენტრი 50-70 ცენტამდე ღირდა, ეხლა ფასი 4 დოლარს აღემატება. რის შემდეგაც საქართველოდან ყაზახეთში ავტომობილების ექსპორტი სრულად შეწყდა, სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კლება ზოგადად ავტომობილების რეექსპორტის რაოდენობამ საქართველოში.
ამას დაემატა, ის ფაქტიც, რომ 2014 წლის 1 აპრილიდან აზერბაიჯანმა დააწესა შეზღუდვები და რეგულაციაები საქართველოდან იმპორტირებულ ავტომობილებზე, მხოლოდ 2005 წელს ზემოთ წარმოებული ავტომობლებისთვის არი შესაძლებელი ექსპორტი აზერბაიჯანში, რის შემდეგაც აპრილის თვეში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის რაოდენობა თითქმის 70%-ით შემცირდა.
ამ ყველაფერს კი ემატება ის ფაქტიც, რომ უახლოეს მომავალში საქართველოდან კიდევ ერთი ექსპორტიორი ქვეყანა, სომხეთი წევრიანდება ევრაზიულ კავშირში, ეს ნავარაუდები იყო 2015 წლისთვის, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია ამა წლის 29 აპრილს, სომხეთმა ხელი მოაწერა პროცესის დაჩქარების დოკუმანტს, რის შემდეგაც სომხეთი შესაძლოა ბევრად უფრო ადრე გახდეს ევრაზიული კავშირის წევრი ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. რის შემდეგაც ყაზახეთის ანალოგიურად სომხეთშიც ამოქმედდება ევრაზიული კავშირის საბაჟო სისტემა და სომხეთის ბაზარიც ხელმიუწვდომელი გახდება საქართველოს ავტოდილერებისთვის.
ეს პროცესი მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ასევე სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ ის ავტოდილერები რომლებიც საქმიანობენ აღნიშნულ სფეროში და როგორც ზემოთ ავღნიშნე ამ ინდუსტრიაში დასაქმებულია 20 ათასამდე ადამიანი, მათ უკან კი მათი ოჯახები დგას. საქართველოს ავტოდილერებისთვის ავტომობილების საექსპორტოთ დარჩებათ მხოლოდ აზერბაიჯანის ბაზარი და ისიც გარკვეული მკაცრი შეზღუდვებით .
ასევე მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება საქართველოში საავტომობილო პარკი, დღეს ქვეყანში 900 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია, ამათგან უმრავლესობის ასაკი 10-15 წელს არი გადაშორებული და ამოწურული აქვთ ექსპლუატაციის ვადები. საქართველოს ავტოპარკის განახლება რეგულარულად ავტომობილების ექსპორტის ხარჯზე ხდებოდა, აღნიშნული ქვეყნები მასიურად ახდენდნენ მეორადი ავტომობილების გაწოვას საქართველოდან, რისი ჩანაცვლებაც შედარებით ახალი ავტომობილებით ხდებოდა. გამომდინარე აქედან უფრო დიდი კრიზისის წინაშე შესაძლოა საქართველოს საავტომობილო პარკი აღმოჩნდეს. ამ ყველაფერთან ერთად, საქართველოს მთავრობა გეგმავს 2015 წლისთვის ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების და სავალდებულო დაზღვევის აღდგენას, რაც ფაქტიურად საქართველოს აქცევს ავტომობილების სასაფლაოდ.
ჩვენ კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა, ვგეგმავთ გამოვიდეთ რამოდენიმე ინიციატივით, მივმართოთ საქართველოს მთავრობას, გაატაროს გარკვეული რიგი ღონისძიებები, იმ მიზნით, რომ შედარებით შეუმსუბუქდეთ ავტოდილერებს მდგომარეობა და მარტივად გამოვიდნენ აღნიშნული კრიზისული მდგომარეობიდან“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT