"ის, რომ ადამიანს გამოუწერეს დიდი პრემია, მისი დანაშაული არ არის"- სუბარი გახარიაზე
სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გოგი გახარიას დანიშვნას ეხმაურება.
"რომ ვთქვათ, რომ დიდი განსხვავება იყო პრემიის ოდენობაში სხვა მოადგილეებთან, ეგრეც არ არის, სისტემაში წესრიგის დამყარებისთვის ბევრი რამე გაკეთდა. ის, რომ ადამიანს გამოუწერეს დიდი პრემია, მგონია, რომ ამ ადამიანის დანაშაული არ არის".
ცნობისთვის დღეს ცნობილი გახდა რომ სადის მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარია დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგი გახარიამ დარბაისელთან მუშაობის დროს გასული წლის დეკემბერში ყველაზე მაღალი ხელფასი 39 ათას 130 ლარი აიღო.