საკადრო პოლიტიკის გამო, სოზარ სუბარის უწყების შემდეგ სკანდალში შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხვევა. ამჯერად მესამე სექტორის პროტესტი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ მაღალ პოსტზე დანიშნულ პირს უკავშირდება.
ირკვევა, რომ მითითებული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას წინა ხელისუფლების ექსჩინოვნიკი დავით მხეიძე იკავებს. მისი სახელი და გვარი ჯერ კიდევ 2010 წელს გამოქვეყნებული ვიდეოთი გახდა ცნობილი - მასალაში სოდ-ის იმდროინდელი მაღალჩინოსანი მხეიძე ფინანსთა მინისტრის მაშინდელ მოადგილესა და მის მეგობარს ფიზიკურად უსწორდება.
ამ სკანდალის გამო მაშინ მხეიძეს თანამდებობის დატოვებაც კი მოუხდა. როგორ აღმოჩნდა, ყოფილი მაღალჩინოსანი ისევ ძალოვან უწყებაშია. რა განმარტებებს აკეთებს მმართველი გუნდი - გიორგი ფუტკარაძე დეტალებით.