Express News

"თავისუფლება ემზარ კვიზიანს"- საპროტოსტო აქცია პროკურატურასთან



მთავარ პროკურატურასთან ემზარ კვიციანის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე კვიციანის ოჯახის წევრები, ნათესავები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილნი.ისინი კვიციანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, კვიციანი უკვე მეოთხე თვეა ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა დაპატიმრებული. აქციაზე მხარდასაჭერად მივიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოთხოვნებს უერთდება. თევზაძის განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ კვიციანის მიმართ სამართალიანი გადწყვეტილება არ დადგება.საპროტესტო აქციაზე ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი ბათიაშვილი და ჯონდი ბაღათურია იმყოფებიან.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT