სასწრაფოდ: გიგი უგულავას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო. სასამართლო განაჩენის გამოცხადებას თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი, გიგი უგულავაც მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფები ტაშით შეხვდნენ.