გიორგი გათხოვდა სულ მალე ქორწილიც ექნება – ქართველი ტრანსგენდერის ინტიმური ფოტოალბომი (+18)
ქართველი ტრანსსექსუალი გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე მაცაცო გათხოვდა და სულ მალე ქორწილიც ექნება. ქართველმა ტრანსსექსუალმა საყვარელი ბიჭის გამო თავისი ცხოვრების წესზე, მათ შორის ცირკთან სექსმუშაკად მუშაობაზე და ბერად აღკვეცის გადაწყვეტილებაზე უარი თქვა. ასევე თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ჩუქების აქტით მეუღლეს გადაუფორმა. მაცაცოდ ცნობილმა გიორგიმ გადაწყვიტა, მის რჩეულთან, 18 წლის ახალგაზრდასთან თანაცხოვრების ხელშეკრულება გააფორმოს და უახლოეს მომავალში საცხოვრებლად ერთ-ერთ სოფელში გადავიდეს. მანამდე კი ქორწილს გადაიხდიან.
„ქორწილი მექნება საქართველოში და სამუდამოდ ვრჩები საქართველოში“, – ამბობს გიორგი „კვირასთან“ საუბრისას. გიორგი ჩხარტიშვილი „კვირას“ თავისი სიყვარულის ისტორიის და მეუღლის შესახებ დეტალებსაც უყვება. როგორც გიორგი ამბობს, მან მეუღლე, შარშან, ბათუმში დასასვენებლად ყოფნისას გაიცნო და უკვე თითქმის ოთხი თვეა ერთად ცხოვრობენ.
„ჩვენ ერთმანეთი შარშან, ბათუმში, ზღვაზე გავიცანით, როდესაც მე იქ დასასვენებლად ჩავედი. მაშინ საქართველოს გარემოს დამცველი ვიყავი და შვებულება მქონდა. ის 17 წლის, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. რადგან არასრულწლოვანი იყო, მოვერიდე მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას, მაგრამ მოგვიანებით ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს და შეგვიყვარდა ერთმანეთი. როგორც მერე გავარკვიეთ, თითქმის მეზობლები ვიყავით. ამის შემდეგ საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა და უკვე 3-4 თვეა, ერთად ვცხოვრობთ.
ერთმანეთი ძალიან გვიყვარს, მასაც განსაკუთრებით ვუყვარვარ. ახლა ის თურქეთში იმყოფება და ერთ კვირაში ჩამოვა. ველოდები. როგორც კი ჩამოვა, ქორწილს გადავიხდით. სტუდენტია, მაგრამ, ამავდროულად, პატარა ბიზნესი დაიწყო. მე მას ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოვუჩინე. ჩუქების ხელშეკრულება გავუკეთე და ჩემი მოძრავ-უძრავი ქონება, – თითქმის ყველაფერი, ჩემი ქონება, რაც კი გამაჩნდა, მათ შორის ორგანიზაციები და წილები გადავეცი. ახლა ქორწილს ველოდებით, რასაც ასევე ხელშეკრულებით დავაგვირგვინებთ. ჩვენ ურთიერთთანაცხოვრების ხელშეკრულებას გავაფორმებთ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ჩემი გარდაცვალების შემდგომ ჩემი ქონება დარჩება მას“, – ამბობს გიორგი ჩხარტიშვილი.
როგორც გიორგი ჰყვება, იგი საყვარელ ადამიანთან ცოტა ხნით დაშორებულიც იყო, რისი მიზეზიც მისი აქტიური ცხოვრების სურვილი გახდა. მისი თქმით, იგი საქართველოში ლგბტ საზოგადოებისთვის ორგანიზაციის შექმნას გეგმავდა, რაც მეუღლემ აუკრძალა.
„გარკვეული მიზეზების გამო ცოტა ხნით დაშორებულებიც ვიყავით, რაც ჩემს განცხადებებს და პოზიციას უკავშირდებოდა. შერიგების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადაგვეყვანა და ქორწილის გადახდის გადაწყვეტილება მივიღეთ.
მე აქტიურად ვგეგმავდი საქართველოში ლგბტ საზოგადოებისთვის ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. ის ამის წინააღმდეგი წავიდა. ცდილობს, რომ მაქსიმალურად მომარიდოს საზოგადოებას და არ ვიყო ჩართული ლგბტ საზოგადოების წევრებთან. შიშობს, რომ რაიმე არ მომივიდეს და მთხოვა, გავჩერებულიყავი. ამის გამო ვიყავით ერთმანეთზე გაბრაზებულები.
ერთი თვეა, ცირკთან აღარ ვდგავარ. ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ თუ დავქორწინდებით, ოფიციალურად ერთად ვიცხოვრებთ, ამ შემთხვევაში მე ვანებებ თავს ყველა აქტივობას“, – ჰყვება ჩხარტიშვილი.
როგორც გიორგი ამბობს, მისმა ნათესავებმა გიორგის გათხოვების გადაწყვეტილება კარგად მიიღეს, ხოლო მის რჩეულს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, ნათესავები კი არ აინტერესებს.
„მას მშობლები არ ჰყავს. სამწუხაროდ, მარტოა. მისი მშობლები გარდაცვლილები არიან. დანარჩენი ნათესავები მას არ აინტერესებს. ჩემმა ნათესავებმა საკმაოდ კარგად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მოხარულები არიან. ახლა მარტო ვცხოვრობთ. ჯერჯერობით ნაქირავებ ბინაში ვართ, მაგრამ უახლოეს მომავალში, ალბათ, რომელიმე სოფელში მიწის ნაკვეთს ვიყიდით და პატარა სახლსაც ავაშენებთ, სადაც საცხოვრებლად გადავალთ. იქ უფრო მეტი სიმშვიდე იქნება“, – ამბობს გიორგი, იგივე მაცაცო და აღნიშნავს, რომ მისი გათხოვების გადაწყვეტილების საფუძველი ყოფილი პარტნიორის ღალატი და მასთან დაშორება გახდა.
გიორგი ჩხარტიშვილმა მისი და მისი რჩეულის ინტიმური ფოტოები „კვირას“ ექსკლუზიურად მიაწოდა.
http://kvira.ge