ხათუნა ბერძენიშვილის მხარდასაჭერად გამართული კონცერტის დროს ადგილზე ქართული ოცნების მხარდამჭერები მივიდნენ, ისინი კონცერტის დროს პოლიტიკური შინაარსის პლაკატების გამოყენებას აპროტესტებდნენ. ქართული ოცნების აქტივისტებმა ხათუნა ბერძენიშვილს კვერცხებიც დაუშინეს. დაპირისპირების გამო პატრულის გამოძახება გახდა საჭირო.
ხათუნა ბერძენიშვილის განხადებით, პოლიციის თანამშრომლები ადგილზე დროულად არ მივიდნენ სიტუაციის დასარეგულირებლად.
,,უუნარო ხელისუფლება ამ გზით სცდილობს საარჩევნო კამპანიის ჩაშლას“, - განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა.