სასწრაფოდ: რუსთავში სამარშუტო ტაქსის მძღოლმა თავი ჩამოიხრჩო
45 წლის ვეფხია გოგილაშვილმა, რომელიც რუსთავში სამარშუტო ტაქსზე მუშაობდა, ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად თავი ჩამოიხრჩო. როგორც მძღოლების ადვოკატმა რამაზ რიჟამაძემ „პირველ რადიოს“ განუცხადა, მან ვერ გაუძლო ზეწოლას და პროტესტის ეს ფორმა გამოიყენა. გარდაცვლილს ცოლ-შვილი და ობოლი ძმიშვილები დარჩა , რომელსაც ადვოკატის თქმით ის პატრონობდა.