Express News

მარგველშვილისა და ღარიბაშვილის ოჯახებს სახლმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე მოემსახურებათ



საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მათ ოჯახებს სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაიცავთ. შესაბამისი ცვლილება  2013 წლის 28 მარტის #71-ე დადგენილებაში შევიდა.

კერძოდ, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“ მე-6 მუხლის ა- ქვეპუნქტის  ახალ რედაქციაშია ნათქვამია: „ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების (საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის სიცოცხლის ბოლომდე), უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის (ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელსიუფლების ყუმაღლესი თანამდებობის პირების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების პერიოდში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა პირთა დაცვისა და უზაფრთხოების უზრუნველყოფას“.

ამასთან, მე-16 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: „უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის და მსიი ოჯახის წევრების დაცვით უზრუნველყოფა პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით გამგზავრებისას - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (ეს წესი არ მოქმედებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შემთხვევაში)“.

ანალოგიოური წესი მოქმედებს პრემიერ-მინისტრის შემთხვევაშიც

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT