NDI-ს კვლევაში, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა, მინისტრების რეიტინგებიც დაითვალეს. ყველაზე პოპულარული მინისტრების ხუთეული ასე გამოიყურება - ირაკლი ალასანია, დავით სერგეენკო, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე და კახა კალაძე.
დაბალი რეიტინგი აქვთ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს. სიაში ბოლო ადგილზე ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურია.
ირაკლი ალასანია მოწონების რეიტინგის ლიდერიცაა. იგი კათოლიკოს-პატრიარქს ჩამორჩება და პრემიერ ღარიბაშვილს უსწრებს.
წინა წელთან შედარებით, 26 პროცენტითაა დაცემული პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგი.
კიდევ რა მიმართულებებით ჩატარდა კვლევა და რა რეაქციები მოჰყვა მას, ქეთი ქარდავას რეპორტაჟიდან შეიტყობთ.