Express News

მოსამართლემ პატრულის თანამშრომელს გულზე დამაგრებული ვიდეო თვალის ჩართვა ურჩია


ხულოს მუნიციპალიტეტის არქივის უფროსი თემურ ბერიძე სასამართლომ დამნაშავედ არ ცნო, შესაბამისად, ყოველგვარი ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა. ბათუმის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმათემურ ბერიძე  გუშინ იმ მოტივით დააკავეს, რომ მან თითქოს პოლიციელებს შეაგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველეიშვილმა ურჩია პატრულ ნინო დუმბაძეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ თემურ ბერიძემ პატრულის მისამართით შეიგინა, „გულმკერდზე დამაგრებული ვიდეოთვალი ჩართოს“. მოსამართლემ ეს რეკომენდაცია იმ ვიდეო კადრების ნახვის შემდეგ გასცა, რაც პატრულმა იმის დასამტკიცებლად წარუდგინა მოსამართლემ, რომ თემურ ბერიძე მათ აგინებდა.

პოლიციამ სასამართლოში კონფლიქტის ადგილზე არსებული ერთ-ერთი აფთიაქიდან ამოღებული ვიდეო კადრები წარადგინა. კადრებში ჩანდა თემურ ბერიძე, მაგრამ არ ისმოდა  ხმა.

თემურ ბერიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მას პატრულისთვის არ შეუგინებია და პირიქით, მას აგინებდნენ სრულიად უმიზეზოდ. "მე გამოვიძახე გენინსპექცია. მე რომ შემეგინებია, მაგას რატომ გავაკეთებდი" - განაცხადა ხულოს არქივის უფროსმა.

მოსამართლემ დაადგინა: „თემურ ბერიძის მიმართ შეწყდეს ადმინისტრაციული დევნა, რადგან სამართალდარღვეის ჩადენის ფაქტი არ დასტურდება“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT