რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოერთვა
ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოერთვა.
გადაწყვეტილება ამის შესახებ ყირიმის მიერთების გამო იქნა მიღებული.
რუსეთის ფედერაციისათვის ხმის უფლება ორგანიზაციაში 2015 წლის იანვრამდეა ჩამორთმეული. რუსული დელეგაცია აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია.