Express News

ბაჩო ახალაია პრეზიდენტობისათვის ემზადება?



თეა თუთბერიძე „ქრონიკა +“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ რომელიმე მინისტრს რამე გაუკეთებია ამ ქვეყანაში ნამდვილად იყო ბაჩო ახალაია, თუნდაც სააკაშვილი, რმ ავიღოთ, რა ჰქონდა 33 წლის ასაკში გაკეთებული? იყო იუსტიციის მინისტრი და რასაც ახერხებდა უღებდა ჩინოვნიკების სახლებს სურათებს და აფრიალებდა მთავრობის სხდომაზე.

„არ ვიცი გაუჩნდება თუ არა მას საპრეზიდენტო ამბიცია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის აღარ დარჩება პასიური და ნაკლებად ამბიციური პოლიტიკაში. ყველაზე მთავარი რაც მას აქვს, ის არის სამეგრელოდან, რაც უფრო დიდხანს იქნება ციხეში მით უკეთესი იქნება მისთვის, მეტ კაპიტალს დააგროვებს. ახლა ახლოვდება არჩევნები და მინდა ბიძინა ივანიშვილს შევახსენო არ დაავიწყდეს დავალების მიცემა ბაჩო ახალაიასათვის ახალი ბრალის შეთითხვნაზე, თორემ ბაჩო აუცილებლად იმ ორ ბრალში გამართლდება. როდესაც ბაჩოს ვესაუბრე პრეზიდენტობასთან დაკავშირებით მე მას ჩემი მოსაზრება გავაცანი. ერთია მე რა მსურს და მეორეა რას გადაწყვეტს თავად. დიდი იმედი მაქვს, რომ ბაჩო ახალაია თავის ცოდნას და გამოცდილებას საკუთარ ქვეყანას მოახმარს“


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT