ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსექსუალი დაჭრეს (ფოტო)
ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსექსუალი დაჭრეს.
როგორც "აქცენტს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
დაშავებულს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული და როგორც თავად აცხადებს, პარტნიორმა კაცმა მიაყენა.
შს სამინისტროს ინფორმაციით კი თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და დაშავებულმა სხეულის დაზიანება თვითონ მიიყენა.