Express News

თამარ კორძაია-"ეს არის ძალადობა პარლამენტზე"



დეპუტატმა თამარ კორძაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი განიხილება, პროტესტის ნიშნად დატოვა. 
განხილვაზე დეპუტატებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძე, ჯონდი ბაღათურია და გიორგი ახვლედიანი იმყოფებიან. დებატებიცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს:

"ამ დარბაზში ხდება ის, რომ თქვენ პირდაპირ ჩემს დასჯას ითხოვთ. თუ თქვენ ამ დარბაზში ჩემი ყოფნა გაღიზიანებთ, მე ამ დარბაზს დავტოვებ თქვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ ის, რაც აქ ტრიალებს, ეს არის ძალადობა პარლამენტზე და ჩემთვის როგორც პარლამენტის წევრისთვის მიუღებელია", – განაცხადა კორძაიამ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT