Express News

რა ხდება სლავიანსკში (ფოტორეპორტაჟი)



დონეცკის რაიონში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას უკვე მოყვა პირველი მშვიდობიანი მსხვერპლი. გავრცელებული ინფორმაციით 5 განადგურებული ტერორისტის გარდა შემთხვევით დაიღუპა ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქეც. ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებზეც. რუსული მედიის ინფორმაციით ე.წ. თავდაცვის ორგანიზაციებმა მობილიზაცია გამოაცხადეს. ქალაქში პოზიციები გაამაგრეს და მზად არიან უკრაინული არმიის შეტევა მოიგერიონ. ქალაქში სადაც სროლების და აფეთქებების ხმა ისმის, დაკეტილია ყველა მაღაზია, სასწავლო დაწესებულება- ქალაქი მშვიდობიანი მოსახლეობისგან დაცარიელდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამართალდამცავებმა დააკავეს რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც რუსეთის სპცესამსახურის თანამშრომლები არიან, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სეპარატისტებმა ერთ-ერთ ბლოკსაგუშაგოზე ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით კონტროლი აღადგინეს, თუმცა ამ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური არ ადასტურებს. უკრაინის საზღვრის მიმართულებით კი რუსული მძიმე ტექნიკა გადაადგილდება. რუსული არმიის ჯავშანტქენიკას და სამხედრო მანქანებს „სამშვიდოებო მისია“ აწერიათ, მათ ვერტმფრენებიც მიჰყვებიან. უკრაინულ მედიაში არ გამორიცხავენ, რომ რუსული სამხედრო ტექნიკა საზღვარს გადალახავს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრება. საერთო ჯამში უკრაინის საზღვართან 40 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული. საზღვარზე საცეცხლე წერტილები აქვს გამაგრებული უკრაინულ არმიას და საზღვრის გასწვრივ რუსული ტანკების და მძიმე ტექნიკის პირველადი შეტევის მოსაგერიებლად 600 კილომეტრიანი მიწა-თხრილი აქვთ გაკეთებული. უკრაინელი ბლოგერები წერენ, რომ დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლოა ომი დაიწყოს.



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT