აკაკი ავალიანი: საქართველოს საელჩომ და საკონსულომ ჩვენს დასახმარებლად არაფერი გააკეთა
ქალაქ ესკიშეჰირში საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ქართველი სტუდენტი აკაკი ავალიანი თურქეთის სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვს. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თურქეთის პოლიციელი სასტიკად გაუსწორდა და ჯანმრთელობა შეერყა, დახმარებას საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს. 21 წლის აკაკი ავალიანი უკვე ერთი წელია მკურნალობს და მარჯვენა ხელი დღემდე უმოქმედოდ აქვს. ანატოლიის უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტის მამა თურქეთში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს უმოქმედობაში ადანაშაულებს. კონსტანტინე ავალიანი ქართულ მხარეს „კვირას“ მეშვეობით მიმართავს:
„საქართველოს მთავრობას მივმართავ, რომ დაინტერესდნენ ჩემი საკითხით. მე აქ ვსწავლობ, სტუდენტი ვარ. არალეგალი არ ვარ. დამაზარალა თურქეთის სპეცნაზელმა. თურქეთის მხრიდან კომპენსაციას ვითხოვ და იმას, რომ იურიდიულად მაინც ვიგრძნო საქართველოს მხარდაჭერა“, – აცხადებს აკაკი ავალიანი.
პრეისტორია: 2013 წლის 31 მაისს ეშკიშემირში ანატოლიის უნივერსიტეტის ბუღალტერიის ფაკულტეტის მე- 4 კურსის სტუდენტი სახლში ბრუნდებოდა, როდესაც აქციაზე შემთხვევით აღმოჩნდა.
„ინფორმაციაც კი არ მქონდა, რას აპროტესტებდა ხალხი. სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აქციაზე. უცებ დარბევა დაიწყო, გაქცევა არც კი მიცდია. რადგან ამ აქციაში არ ვმონაწილეობდი. მოულოდნელად სპეცნაზმელმა თავში რაღაც ბლაგვი საგანი ჩამარტყა. წაქცეულს კიდევ მირტყავდა. ზევიდან აქციის მონაწილეებმაც გადამიარეს. დარტყმის შედეგად თავის ქალა გამიტყდა. ძვალი ტვინში იყო „გაჩხერილი“. მეგობრებმა მანქანა გააჩერეს და საავადმყოფოში წამიყვანეს. სასწრაფოს გამოძახებისთვის დროც არ დახარჯეს. საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია გამიკეთდა. დარტყმის შედეგად, თავის ქალის მარცხენა მხარე დამიზიანდა, მარჯვენა მხარე კი საერთოდ წამერთვა. ძალა საერთოდ დაკარგული მქონდა“,- ამბობს აკაკი ავალიანი.
ქართველი სტუდენტის უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია აკაკი ავალიანის მეგობრებმა ქუთაისში მშობლებს შეატყობინეს. თუმცა, რეალური ამბავი დაუმალეს. კონსტანტინე ავალიანმა შვილის ზუსტი დიაგნოზი უკვე თურქეთში, საავადმყოფოში შეიტყო.
2013 წლის 3 ივნისს ქართველი სტუდენტის მამა ქუთაისიდან თურქეთში გაემგზავრა. „კვირასთან“ საუბრისას კონსტანტინე ავალიანი იმ დღეს იხსენებს, როცა შვილი თავდაპირველად საავადმყოფოში ნახა.
„პალატაში რომ შევედი, მუხლები მომეკვეთა. საწოლში ჩემი შვილის ნაცვლად „ლეში“ იწვა. ვერ ლაპარაკობდა. მამაო, – ძლივს ამოილუღლუღა… თავს მოვერიე… ძალა მოვიკრიბე და ფეხზე დავდექი… მარცხენა მხარეს ძალა საერთოდ არ ჰქონდა… პარალიზებული იყო…საავადმყოფოში 20 დღე იწვა. მაშინ ოპერაციის ხარჯები თურქეთის მხარემ დაფარა. რეაბილიტაციის კურსი თითქმის ერთი წელია გრძელდება. მას შემდეგ ოჯახი მივატოვე, თურქეთში შვილთან გადავედი და დღემდე მას ვუვლი. ერთი წლის განმავლობაში ორი ოპერაცია გაუკეთდა. დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასაჟები და მედიკამენტოზური მკურნალობა ამ დრომდე სჭირდება“, – ამბობს აკაკი ავალიანის მამა.
როგორც კონსტანტინე ავალიანი „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, მეორე ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯებს თავად იხდის. მას ფინანსურად მეგობრები და ნათესავები ეხმარებიან, ავალიანებს საქართველოს ხელისუფლებისგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ. 2014 წლის თებერვალში ქართველ სტუდენტს თავზე მეორე ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმებმა პაციენტს თავის ქალა ხელოვნურად ამოუვსეს. თურქეთში აქციის დარბევის ფაქტზე გამოძიება ამჟამადაც მიმდინარეობს. აკაკი ავალიანს დღემდე ვერ გაურკვევია, არის თუ არა ის საქმის მასალებში დაზარალებული. მას თურქი ადვოკატი ჰყავს. ავალიანი ამბობს, რომ პოლიციამ დარბევის დროს სათვალთვალო კამერით დაფიქსირებული კადრებიც კი წაშალა და, ფაქტობრივად, ეს ჩანაწერი აღარ არსებობს. მტკიცებულებების არ არსებობის გამო მას ჭეშმარიტების დადგენაც უჭირს.
ავალიანებს, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ფინანსები ადვოკატისთვისაც სჭირდებათ. იმის გამო, რომ ოჯახს მატერიალური შესაძლებლობა აღარ აქვს, შვილს მასაჟს მამა უკეთებს.
„ერთი წლის განმავლობაში იმდენი რამ ვისწავლე… მასაჟს თავად ვუკეთებ. მთავარია ხელმა მოქმედება დაიწყოს. ძალას დღემდე ვერ გრძნობს. ამასთანავე, შვილს საჭმელს ვუკეთებ, სარეცხი… ამ ყველაფერს მე ვაკეთებ, ჩემს შვილს დამოუკიდებლად არაფერი შეუძლია. ნერვული სისტემა მოეშალა, უძილობა აწუხებს. ახლაც მედიკამენტებით ვმკურნალობთ…“, – ამბობს კონსტანტინე ავალიანი.
ერთი წლის განმავლობაში ავალიანებმა თურქეთში საქართველოს საელჩოს რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა, ქართულმა მხარემ მათი დახმარება რატომღაც ვერ შეძლო. თურქეთში საქართველოს საკონსულომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს ვერც ფინანსური და ვერც სხვა სახის დახმარება გაუწია.
„სანამ თურქეთში ჩავიდოდი, იმ უბედური შემთხვევის გამო, ჩემი შვილი საელჩოს წარმომადგენელს უნახავს. ფინანსური დახმარებისთვის არ შემიწუხებია, არ ვიკადრე. ამის შემდეგ სხვადასხვა დახმარებისთვის რამდენჯერმე მივმართე, რადგან თურქული ენა არ ვიცოდი. საელჩოში მივედი და ვთხოვე, გაერკვიათ, ოპერაციის თანხას ვინ გადაიხდიდა. საელჩოში მითხრეს – „ბოდიშით, მაგ საკითხს ჩვენ ვერ გაგირკვევთო. მეშინია, ეს თანხა ჩვენი გადასახდელი არ გახდესო“.. არაფერი მითქვამს და წამოვედი… ამის შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა და საელჩოს ისევ მივმართე… ვთხოვე, ჩემი შვილის ავადმყოფობის ისტორია გადაეთარგმნათ. საკონსულოდან უარით გამომისტუმრეს და მითხრეს: „ბოდიში, ეს ძალიან ძვირი ღირსო“, – ამბობს კონსტანტინე ავალიანი.
„საქართველოს საელჩოს და საკონსულოს არაფერი შეუძლიათ, გული კი არ მწყდება მათ ქცევაზე, უბრალოდ უუნაროები არიან, არაფერი შეუძლიათ. საზღვარგარეთ საქართველოს წარმომადგენლები, ანუ საელჩოები მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. თუ თურქეთში საქართველოდან ვინმე ოფიციალურად ჩამოდის, დახვდებიან, გაასეირნებენ, გამოასეირნებენ და მერე გააცილებენ, ეგ არის მათი სამსახური. თორემ, როგორც ასეთი, საქართველოს მოქალაქების დაცვა საელჩოს არ შეუძლია. ვთხოვე, ჩემი შვილის საქმე, თუნდაც ყურადღების თვალსაზრისით, სახელმწიფოს დონეზე აეყვანათ, მაგრამ საელჩოში მითხრეს, ჩვენ დაინტერესების უფლება არ გვაქვსო“, – აცხადებს კონსტანტინე ავალიანი.
„კვირა“ საკითხის გასარკვევად თურქეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე დაკავებული აღმოჩნდა. იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაციას მასპინძლობდა. მოგვიანებით, „კვირა“ თურქეთში საქართველოს კონსულს ჯემალ გოგიტიძეს გაესაუბრა. კონსულმა ქართველი სტუდენტის გვარ-სახელი გაიხსენა. თუმცა, გაუკვირდა, თუ რატომ დაინტერესდა „კვირა“ აკაკი ავალიანის საქმით, როცა შემთხვევა ერთი წლის წინ მოხდა. მისი თქმით, 21 წლის ახალგაზრდის საქმე საკონსულომ პირად კონტროლზე აიყვანა და გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. ჯემალ გოგიტიძემ „კვირას“ შეკითხვებს მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხა და ტელეფონი გათიშა.
„თუ არ ვცდები, შარშან ზაფხულში იყო რაღაც ინციდენტი. საელჩო მაშინვე ჩაერთო საქმეში, აკაკი სწავლას თურქეთში აგრძელებს. ეს ძველი ინფორმაციაა, ამჟამად რატომ დაინტერესდით? ჩვენ დახმარება გავუწიეთ, მაშინვე ჩავედით საავადმყოფოში და ექიმს დაველაპარაკეთ. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, არც ერთი საკონსულო არ ახორციელებს ამას. რადგან ჩვენ ამის ფინანსური საშუალება არ გაგვაჩნია. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველანაირი სახის დახმარება გავუწიეთ. გამოძიება მიმდინარეობს. თარჯიმნის დაქირავება ჩვენი კომპეტენცია არ არის… ადვოკატს ვესაუბრეთ… საელჩო არანაირ ფინანსურ ხარჯებს თავის თავზე არ იღებს. ბიუჯეტით ასეთი საკითხები გათვალისწინებული არ არის “, – აღნიშნა ჯემალ გოგიტიძემ.
აკაკი ავალიანის საქმის გასარკვევად „კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ვეკუას ინფორმაციით, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საელჩოს პირდაპირი ვალდებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეების შესახებ უბედური შემთხვევის ან სხვა ნებისმიერი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს მიაწოდოს. თუმცა, ირაკლი ვეკუამ „კვირას“ ურჩია, აკაკი ავალიანის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, უწყებისთვის წერილობით მიგვემართა. „კვირა“ ქართველი სტუდენტის საქმეზე მუშაობას კვლავ გააგრძელებს და დამატებით ინფორმაციას შემდგომში შემოგთავაზებთ.

იზა შაქარაშვილი