Express News

იეჰოვას მოწმეებმა გორში შენობა 23 ათასს დოლარად გაყიდეს


იეჰოვას მოწმეების ყოფილ შენობაში საბავშვო ბაღი განთავსდება
იეჰოვას მოწმეებმა გორის რაიონის სოფელ ორთაშენში ის შენობა გაყიდეს, სადაც კონგრესები იმართებოდა, – ამის შესახებ „კვირას“ტინისხიდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ბესიკ ბერიანიძემ განუცხადა. მისი თქმით, შენობის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და საბოლოო შეთანხმებასაც უკვე მიღწეულია.
„შენობა 23 ათასს აშშ დოლარად შევიძინეთ. ეს თანხა „სოფლის განვითარების პროგრამის“ დაფინანსებიდან გამოიყო. როგორც კი თანხას გადავრიცხავთ, შესაბამის დოკუმენტაციას გავაფორმებთ და სოფლის ორსართულიან შენობაში ბაგა-ბაღი განთავსდება. ეს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი სურვილია, რომ სოფელს ბაგა-ბაღი ჰქონდეს“, – აღნიშნა ბესიკ ბერიანიძემ.
თუმცა, ბესიკ ბერიანიძე, რამდენიმე კვირის წინ „კვირასთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ „სოფლის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, იეღოვას მოწმეების შენობის შესაძენად 14 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
საქართველოში იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული ორგანოს იურისტმა მანუჩარ ციმენტიამ „კვირასთან“ შენობის გასხვისების ფაქტი დამალა. მისი თქმით, შენობა ამ ეტაპზე გასხვისებული არ არის.
„შენობა ჯერ არ გასხვისებულა. მე იურისტი ვარ და ვალდებული არ ვარ, ინფორმაცია მოგაწოდოთ“, – აღნიშნა მანუჩარ ციმინტიამ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT