Express News

გივი თარგამაძის ძმა პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის ძმა, ზაზა თარგამაძე პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ოჯახის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, თუმცა, რა თემაზეა დაბარებული დაკითხვაზე მისი ძმა პროკურატურაში, ჯერჯერობით არ იცის.

"პროკურატურა, რომელმაც თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ტყუილი თქვა, დღეს ჩემს ძმას დაკითხვაზე იბარებს. მას გამომძიებელმა დაურეკა და ხვალ, 11:00 საათზე დაიბარა. საინტერესოა, როდესაც ოჯახის წევრთა სია ამოეწურებათ, რა მეთოდით შეეცდებიან პასუხების გაცემას", - აღნიშნა გივი თარგამაძემ
.


"ინტერპრესნიუსი"

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT