Express News

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა


თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინურ ვანტააში მიმდინარე ტურნირზე ხინჩეგაშვილმა ფინალში მონაკოელ გენადი ტულბეას ანგარიშით 5:1 მოუგო. ხინჩეგაშვილმა ოლიმპიადის ფინალის წაგების შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.

პირველ ორ დღეში ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა ორი მედალი – 1 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კონსტანტინე ხაბალაშვილი (65) გახდა.

დღეს კი 74 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე იაკობ მაქარაშვილი ევროპის მოქმედ ჩემპიონ, რუს ანიუარ გედუევს შეხვდება, დავით მოძმანაშვილი (125) კი მოლდოველ ანდრეი რომანოვს. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT