Express News

ექსთავდაცვისა და შსს მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს


ექსთავდაცვისა და შსს მინისტრის მეუღლე ანი ნადარეიშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.ამის შესახებ ნადარეიშვილი "ფეისბუქზე" წერს.
"ამონარიდი პროკურატურის გუშინდელი 9 საათიანი პირდაპირი ჩართვის ბრიფინგიდან:"შალვა თათუხაშვილი აცხადებს, რომ დაკარგა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა, რასაც ადასტურებს თათუხაშვილის მიერ დაწერილი განცხადებაც. აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების მეორე დღეს მოწმე თათუხაშვილის მამა გოგი თათუხაშვილი სოციალური ქსელით აქვეყნებს სწორედ ამ დაკარგული მოწმობის ფოტოს, რასაც ტირაჟირებას უკეთებს ახალაიას მეუღლე."

P.S. "ტირაჟირებაზე" ანუ ჩვენებურად, ფეისბუკურად რომ ვთქვათ "დაშეარებაზე" ვარ დაბარებული ხვალ მთავარ პროკურატურაში!"- წერს "ფეისბუქზე" ანი ნადარეიშვილი.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT