Express News

53-ე სკოლის ახლად დანიშნულ დირექტორს ეკა გახარიას სკოლის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს



53-ე სკოლის ახლად დანიშნულ  დირექტორსეკა გახარიას  სკოლის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს რის გამოც მან სკოლის ტერიტორია დატოვა. მისი განცხადებით მოვალეობის შესრუილებას კანონიერი გზით გეგმავს.
სიტუაცია სკოლის შენობასთან ამ დრომდე დაძაბულია, ადგილზე  რჩებიან მოსწავლეები და მასწავლებლები.
ეკა გახარია აცხადებს, რომ  დღეს სკოლაში მივიდა, რათა საკუთარი უფლება-მოვალეობები შეესრულებინა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. მისივე განმარტებით, მოსწავლეების და მასწავლებლების ნაწილს სასწავლო პროცესის ჩატარება სურდა, თუმცა არც მათ მიეცათ ამის საშუალება. 
"რაც შეეხება სასწავლო პროცესის წარმართვას, ამაზე პასუხისმგებლია ჩემთან ერთად ამჟამად არსებული სკოლის ადმინისტრაცია. პედაგოგებს შეუძლიათ გაიფიციონ, მაგრამ არ უნდა დაზარალდნენ ის მოსწავლეები, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სურთ. უნდა აღდგეს სასწავლო პროცესი. მე არ მაქვს უფლება არ გავაგრძელო მუშაობა, აქედან გამომდინარე, კანონით განსაზღრული წესით ვიმოქმედებ და არ გავალ კანონის ჩარჩოებიდან", - განაცხადა ეკა გახარიამ. 
მოსწავლეებისა და პედაგოგების მოთხოვნა უცვლელი რჩება, ისინი მოითხოვენ 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორის მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას.
 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT