Express News

15 წლის მოზარდის გაუპატიურებას ირანული კომპანიის „ოცნების მიწა“ შენობაში ცდილობდნენ




ზანდუკელის ქუჩაზე 15 წლის მოზარდის გაუპატიურებას ირანული კომპანიის „ოცნების მიწა“ შენობაში ცდილობდნენ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ კომპანიის შენობის მეპატრონემ განუცხადა, ირანულ კომპანიაში ვინმე ერაყელი სახელად რიადი იმყოფებოდა.
ფაქტის თვითმხილველების თქმით, დილის საათებში 15 წლამდე ბიჭი ყვირილით IMAG0933შევარდა ერთ-ერთ სახლში და დახმარებას ითხოვდა.
„მიშველეთ ამ ყვირილით მოვიდა ჩვენს ბინასთან დილა იყო ყველას ეძინა ჩემმა შვილმა გაუღო კარები. ტანზე ერთი პირსახოცი ქონდა შემოხვეული და ფეხებზე ჩუსტები ეცვა, მეტი არაფერი ეცვა სულ შიშველი იყო. სახლში შევიყვანეთ და ოთახში ჩავკეთეთ. შემდეგ ვიღაცა უცხოელი მოვიდა თავიდან აგრესიით განწყობილი იყო და ტანსაცმელები მოუტანა წაყვანა უნდოდა მაგრამ არ გავატანეთ ამ დროს პატრულიც გამოვიძახეთ და ესენიც წავიდნენ. ეს ბიჭი 15-16 წლის იქნებოდა. იძახდა მიშველეთ გაუპატიურებას მიპირებდნენო. როგორც თვითონ მითხრა გლდანის გამანაწილებელში ვცხოვრობო. მითხრესო, რომ გაჭმევთ სიგარეტს მოგაწევინებთო და დაგაძინებთო და ისიც გაყოლილა. პატრული, რომ გამოვიძახე ის უცხოელები შემდეგ გაიცნენ“, – განაცხადა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

epn.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT