ჩემი შვილი ლესბოსელია და მე ის მიყვარს !
ჩემი შვილი ლესბოსელია,
აქვს მოკლე თმა,
წითელი ტუჩები,
პატარა მკერდი და გრძელი ფეხები.
ბავშვობისას ჩემს შვილს აბრეშუმის თმა ჰქონდა და ვარდისფერი კაბა ეცვა,ახლა ჯინსი და კუბოკრული პერანგი უფრო უხდება .
ერთ დილას, მე რომ ჩაის ვსვამდი, პურზე კარაქვს ვისვამდი და გაზეთს ვათვალიერებდი,
თავზე დამადგა და მშვიდი ხმით მითხრა:
– დე, მე ლესბოსელი ვარ.გაზეთი დავხურე, ავხედე, გამხდარ თითებზე ვაკოცე, როგორც ბავშვობისას, და ვუთხარი:
– მერე რა, დე, ჩაი არ გინდა?
–ახლა არა, საღამოს იყოს – მიპასუხა, ჩემი კარაქიანი პური ჩაკბიჩა, თმა აიჩეჩა და კარი გაიხურა.
მისი ნაკბეჩი კარაქიან პურზე ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩემი, შენი , იმისი.
ჩემი შვილი ლესბოსელია!
აქვს მოკლე თმა,
წითელი ტუჩები,
უხდება ჯინსები და ჭრელი კედები.
თვალებით მგავს მე, გამოხედვით მამას, კარაქიან პურზე ნაკბეჩით კი მთელ კაცობრიობას.
ჩემი შვილი ლესბოსელია და მე ის მიყვარს !
http://blog.mediamall.ge/?id=27241