Express News

ზუგდიდის გამგებლებზე გაგიჟებული ქალების რიცხვი იზრდება (Video)



გაინტერესებთ, როგორ აგიჟებენ ზუგდიდელი მაჩოები ზუგდიდელ მანჩოებს?! რა დროს, ამჟამინდელი გამგებლის კრუპიე "ძუძუმთა" თანაშემწეზეა საუბარი, როდესაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კარზე ბევრად მასშტაბური ვნებები გათამაშებულა. მაგალითად, როგორ შეუძვრა ზუგდიდის ყოფილ გამგებელს ალექსანდრე ქობალიას მანქანის ქვეშ ერთიანად დამწვარი ქალი. ოღონდ, სიყვარულისგან დამწვარი. უკვე მთელი ზუგდიდისთვის კარგად ცნობილი ლიკა შენგელია, რომელიც გამგებლისადმი ტრფობამ შეურაცხადი გახადა და მანქანის ქვეშ ხოხვა და კივილი დააწყებინა.
ლიკა შენგელია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძალდატანებით გამოათრია მანქანის ქვემოდან და აკივლებული ქალის საავადმყოფოში გადაყვანა სცადა. არ იკითხავთ, როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე ალექსანდრე ქობალიას? მან მასზე შეყვარებულ ქალსუკან ხუთი ფორმიანი სამართალდამცავი დაადევნა, რომლებმაც ქალი სასწრაფო დახმარების მანქანიდან "გადმოათრიეს" და მისი "გადამალვა" სცადეს. ამას მოახერხებდნენ კიდეც, რომ არა ჟურნალისტები, რომლებიც უკან მიჰყვებოდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
კახა მიქაია ამასთან დაკავშირებით Mediacity-თან ლაკონური კომენტარით შემოიფარგლა: "არ ვძვრები მე სხვის პიკანტურობებშიო!" შედარებით ენაწყლიანი აღმოჩნდა ლეიბორისტი გიორგი გუგავა: "რატომ ეხვევიან ზუგდიდის გამგებლები მუდმივ სკანდალეში, არ ვიცი. ჯერ იყო და ქობალიაზე შეყვარებული ქალი და ახლა კიდევ, ამჟამინდელი განგებლის თოლორაიას 22 წლის მრჩეველი. არ ვაპირებ ჩავერიო ვინ ვის და სად უხტება ლოგინში, მაგრამ ზოგადად ვიტყვი , როდესაც ხარ საჯარო პირი, გაქვს თავშეკავების ვალდებულება ყველა ასპექტით და უნდა მოერიდო ხალხის გაღიზიანებას თუნდაც შენი საკუთარი ტურფებით".
ალექსანდრე ქობალიაზე "გაგიჟებული" ქალბატონი იმდროინდეი ზუგდიდელი პროკურორის ფატი შენგელიას და ადგილობრივი კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპრტამენტის უფროსის - ირაკლი გაწერილიას ცოლის და გახლავთ.
როგორც ჩანს, ზუგდიდის გამგებლები საკმაოდ დიდ მოწონებას იმსახურებენ ქალებში. რატომ? ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. საინტერესოა კიდევ, რამდენი ქალს გააგიჟებენ.
წყრო http://mediacity.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT