Express News

ID ბარათების გამო საპროტესტო აქციები იწყება



ID ბარათების გამო საპროტესტო აქციები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "პრაიმტაიმი" ავრცელებს. "აიდი" ბარათებთან დაკავშირებით ორი კვლევა არსებობს.
ერთი იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებული და მეორე, სატელევიზიო ტოქშოუს მსვლელობისას ჩატარებული. ამ უკანასკნელის შედეგები სრულიად საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში იხილა: კითხვას, მისაღებია თუ არა ID ბარათი, 31 593 ადამიანმა უპასუხა. როგორც მოსალოდნელი იყო 80%-ისთვის, ანუ დიდი უმრავლესობისთვის „აიდი“ ბარათი კატეგორიულად მიუღებელია. სწორედ ამ მონაცემებით სარგებლობს ეკლესია, როდესაც წინასწარ დაბეჭდილ ბუკლეტებს ტაძრებში ქადაგების შემდეგ არიგებს და მრევლს აქციებზე. თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 84% თანახმაა, აიღოს "აიდი" ბარათი, ხოლო 16%-ს გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, თუმცა ამავე 16%-ის 34%-ი მზად არის, აიღოს "აიდი" ბარათი, იმ შემთხვევაში, თუ ის უფასო იქნება. პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული გამოკითხვა ვერავინ ნახა, თავად წულუკიანის გარდა. სურვილი, რომ იუსტიციის მინისტრს სიტყვაზე ენდონ, არავის აქვს. შესაბამისად, დაინტერესებული პირები მას ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ წულუკიანი ტყუის, როცა მსგავს შედეგებზე საუბრობს.
გედევან ფოფხაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:
- ჩვენ არ უნდა დავაყენოთ საკითხი ისე, რომ "აიდი" ბარათი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი საშუალებაა. ჯერჯერობით არ წერია კანონში, რომ მაინცდამაინც "აიდი" ბარათი უნდა გქონდეს, ხმა რომ მისცე. ასე რომ მოხდეს, სრულფასოვან არჩევნებს ვერ ჩავატარებთ. ვერ ვხვდები, რატომ არის აუცილებელი, გამოძალვაა და უნდათ, რომ 35 ლარი წამართვან? როდესაც იწყებენ განხილვას, რომ ის ადამიანები, ვისაც არ სურს "აიდი" ბარათების აღება, ბნელები და გაუნათლებლები არიანო, პირადად მე ძალიან მწყინს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გედევან ფოფხაძის იმედი აქვთ "მართლმადიდებელმთა კრებულს" და მის მხარდამჭერებს, რომლებიც აიდი ბარათების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ.
ზაზა ნანონაბშვილი, "მართლმადიდებელთა კრებულის" ხელმძღვანელი:
- ჩვენ მივეცით დრო ხელისუფლებას ცვლილების განსახორციელებლად აღდგომის შემდეგ. ველოდებით, როდის გადაწყდება საკითხი. ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანი ფორმებით: აქციებით, შეხვედრებით, მიმართვებით. როდესაც ადამიანს ქვეყანაში უქმნი პრობლემას, რომ სამსახურში ვერ იმუშაოს, ჯარში ვერ წავიდეს, დიპლომი ვერ აიღოს, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღოს – ეს უკვე ადმინისტრაციული დიქტატურაა. ვფიქრობ, ყველამ უნდა ამოიღოს ხმა.

წყარო http://primetimenews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT