ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ადვოკატს კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება მის თანხლებ პირს, დეპუტატ აკაკი მინაშვილს მისი თქმით გოგა ონიასა და რომეო საჯაიას წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს რადგან ორივე ადვოკატი დათა და ბაჩო ახლაიების ინტერესებს იცავს.