Express News

გედევან ფოფხაძე - ამომრჩევლების დიდი რაოდენობა ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები საკუთარი გუნდის მინუსებზე ალაპარაკდნენ. გედევან ფოფხაძის განცხადებით ახალმა მთავრობამ უკვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა.
"შეცდომა იყო ის, რომ ვერ ჩამოვყალიბდით ხარვეზების კომისიაზე, შეცდომა იყო ასევე ისიც, რომ იპოთეკარებთ
ან მიმართებაში სახელმწიფომ არ განსაზღვრა მკაფიო პოზიცია. ჩემთვის მიუღებელი იყო იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესი. ის იყო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მორგებული და ვფიქრობ, "ნაციონალების" სასარგებლოდ გაკეთებული. ამ თემაზე იყო კამათი, ის, ვინც ამის წინააღმდეგი ვიყავით, შევეცადეთ, საკუთარი სიმართლე დაგვემტკიცებინა, თუმცა ვერ გავიტანეთ", - აცხადებს გაზეთ "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გედევან ფოფხაძე.
გამოცემასთან საუბრისას ის ყველაზე სერიოზულ პრობლემად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი ასახელებს. ფოფხაძე თვლის რომ ზოგიერთი გადაწყვეტილება ყოველგვარი განხილვის და დისკუსიის გარეშე მიიღება, რაც თავისთავად დემოკრატიისგან შორს არის.
"უნდა ვაღიაროთ რომ არის ამომრჩევლის საკმაოდ დიდი რაოდენობა რომელიც ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილოა", - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
გედევან ფოფხაძის ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ "პრაიმტაიმში".

წყარო http://primetimenews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT