Express News

უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა


უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 
ლიგა.ნეტ-ის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის ბრძანება დაამტკიცა, რომელიც საყოველთაო მობილიზაციას შეეხება. 
ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში იგეგმება 20 ათასი სამხედროს გამოძახება, 20 ათასის კი - ეროვნულ გვარდიაში. 
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ყველა ოლქში მობილიზაცია 45 დღის განმავლობაში გასტანს. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და სევასტოპოლის ტერიტორიაზე იმ მოქალაქეების მობილიზაცია მიმდინარეობს, ვინც თავად გამოთქვა სამხედრო სამსახურში წასვლის სურვილი. 
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, მობილიზება პირველ რიგში შეეხებათ იმ მოხალისეებსა და სპეციალისტებს, რომელებსაც უკვე გავლილი აქვთ სამხედრო სამსახური და არა - 18 წლის ახალგაზრდებს. 

წყარო interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT