ტელეკომპანია "მე-9 არხის" აღდგენის საინციატივო ჯგუფი ტელეკომპანია "იმედს" თემის დაბლოკვაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ "აქცენტს" საინიციატივო ჯგუფის წევრმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა.
"ქალბატონო მზია და ბატონო რევაზ, ტელეკომპანია "იმედი" ,"მეცხრე არხის" თემას მეოთხე დღეა ბლოკავს, თქვენი ჟურნალისტები ჩვენს პრესკონფერენციებს და აქტივობას ესწრებიან და მასალა ეთერში არ გადის. რა ხდება იქნებ თქვენ მაინც თქვათ. არ მგონია, რომ არაკომპეტენტური ნიუსმეიკერები გყავთ კომპანიაში. ეს არის თქვენი დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკა?", - აცხადებს სამხარაძე.