დევნილთა და განსახლების ყოფილ მინისტრს თამარ მარტიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ექსმინისტრისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თუმცა, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მარტიაშვილს გირაო შეუფარდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილებს შეღავათიანი პირობებით უნდა ესარგებლათ კომუნალურ გადასახადებზე. მაშინდელმა მინისტრმა თამარ მარტიაშვილმა ფინანსთა სამინისტროს 124 ობიექტის სია გადასცა. მათ შორის იყო ლიკანში მდებარე ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც კოდუების სახელზე იყო პრივატიზებული. პროკურატურას სწორედ ამ ობიექტთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები დევნილთა ექსმინისტრთან.
http://newposts.ge
http://newposts.ge