ქართველმა მორაგბემ სანდრო ქოიავამ რაგბის მოედანზე იქორწინა
ქორწილი რაგბის მოედანზე
გასული წლის 23 ოქტომბერს რაგბის მოედანზე იქორწინა ქართველმა მორაგბემ სანდრო ქოიავამ. "ლელოს" მორაგბემ ხელი მარიამ დათუკიშვილთან მოაწერა. წყვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო, მათ სახლის დასაგირავებლად ბანკში სესხის აღება უნდოდათ, მაგრამ მსესხებელები ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომაც დაქორწინდნენ. ხელი რაგბის მოედანზე მოაწერეს და სუფრაც მოედანზევე გაშალეს. სანდროს საკუთარ ქორწილში მოკლე შორტები, ბუცები, გეტრი და თეთრი პერანგი ეცვა.