კრიტიკული მდგომარეობაა ტუბდისპანსერში. პაციენტებმა მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადეს. ისინი მკურნალობის საშუალებებს იწუნებენ და თანამედროვე მეთოდების დანერგვას ითხოვენ.
პარალელურად, პროტესტს გამოთქვამს სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალიც. საკმაოდ მძიმე სამუშაოსთვის ისინი მიზერულ ხელფასს, საშუალოდ 200 ლარს იღებენ.