კიევში პარტია “მემარჯვენე სექტორის” აქტივისტები უკრაინის უზენაესი რადის შტურმით აღებას ცდილობენ.
ამის შესახებ Unian.net იუწყება.
შენობასთან 1500-ზე მეტი აქტივისტია შეკრებილი, რომლებიც უკრაინის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვის გადადგომასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იგორ ტენიუხის გასამართლებას ითხოვენ. დემონსტრანტები შენობის კარის შემტვრევასას ცდილობენ, თუმცა რადას შესასვლელში მილიცია და შენობის დაცვაა მობილიზებულია, რომლებიც აქტივისტების შეჩერებას ჯერჯერობით ახერხებენ.
ამ დროისთვის პარლამენტი ყველა დეპუტატმა უკვე დატოვა. შენობაში მხოლოდ რადას სპიკერი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი და ვიცე-სპიკერი მაქსიმ კოშულინსკი დარჩნენ, რომლებიც აქტივისტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ტურჩინოვის მხრიდან დაშლისკენ მოწოდებაზე, “მემარჯვენე სექტორი” შეძახილებით “სირცხვილი” პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ “მემარჯვენე სექტორმა” შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვის ჩამოხრჩობის პირობა დადო, მას შემდეგ რაც მილიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პარტიის აქტივისტი ალექსანდრ მუზიჩკო გარდაიცვალა.