Express News

ლადო ვარძელაშვილის დაკითხვა დასრულდა



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საგამოძიებო უწყება დატოვა.
როგორც ლადო ვარძელაშვილმა ჟურანლისტებთან განაცხადა, დაკითხვა მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
„საკმაოდ ნორმალურ და მშვიდ პირობებში ჩატარდა დაკითხვა, როგორც კანონის შესაბამისად უნდა მომხდარიყო. მოვიხადე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი, მივეცი გამოძიებას ჩვენება. რაც მათ აინტერესებდათ, ყველა კითხვას გავეცი პასუხი", - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა.
ლადო ვარძელაშვილი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში სამეთვალყურეო საბჭოების საკითთან დაკავშირებით იკითხებოდა.
როგორც საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნებში, "ნაციონალური მოძრაობის" მარცხის შემდეგ, ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში, შპს "ჰერმესში", შპს "სინათლის ქალაქში", შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა" და შპს "თბილსერვის ჯგუფში" შეიქმნა ფორმალური სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დაასაქმეს და მაღალი ანაზღაურება დაუნიშნეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და მათ ახლობლებს, რომლებსაც არც შესაბამისი კომპეტენცია და არც შესაბამისი განათლება არ გააჩნდათ კონკრეტულ სფეროებში.
განცხადებიდანვე ირკვევა, რომ სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმებულთა შორის არიან ლადო ვარძელაშვილი, კობა ხაბაზი, კოტე გაბაშვილი, მირზა დავითაია, ეკა ხერხეულიძე, გიორგი ასანიძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა ოჩიაური, გია როინიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი, მაკა მეტრეველი, ლაშა მაქაცარია და სხვა პირები.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT